fbpx
Hereti FM

დონალდ ტრამპი ფრანგებს, მფრინავი წყლის ტანკერების გამოყენებას ურჩევს

152
Share Button

საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს, მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  იმედი გამოთქვა, რომ ხანძრის დროულად ჩასაქრობად, მფრინავი წყლის ტანკერები იქნება გამოყენებული.

,,საშინელებაა უყურო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს. იმედია მფრინავი წყლის ტანკერები იქნება გამოყენებული მის ჩასაქრობად. სწრაფად უნდა იმოქმედონ!“

ხანძარს გამოეხმაურა აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპიც.

,,გული დამემსხვრა მას შემდეგ, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი ვნახე. ვლოცულობ ყველას უსაფრთხოებისათვის.

ხანძარს ,,ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

,,ნოტრ-დამი (,,ჩვენი ლედი”) მთელი ევროპისათვის „ნოტრ-დამია“. დღეს ჩვენ ყველა პარიზთან ერთად ვართ.“

,,ტვიტი” გამოაქვეყნა ლონდონის მერმა, სადიქ ამან ხანმაც.


„შემზარავია ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხილვა. დღეს ლონდონი პარიზთან ერთად დგას ამ წუხილში“

CNN-ის ცნობით, ნოტრ-დამის კათედრალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 400 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში ხანძარი დღეს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი