fbpx
Hereti FM

აკაკი გოგიჩაიშვილი ჰერეთის მენეჯმენტს შეუერთდა

621
Share Button

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ცნობილმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა დაიკავა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის მფლობელისა და დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, აკაკი გოგიჩაიშვილი კომპანიისთვის პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენაძენია. სამხარაძის თქმით, გოგიჩაიშვილი ჰერეთში ბიზნეს/მარკეტინგულ მიმართულებას მთლიანად ჩაიბარებს და ექნება რამდენიმე რადიოპროექტიც, რომელიც რადიო თბილისიდან რეგიონულ რადიომედიაშიც გავრცელდება.

” ვფიქრობ, მედიის დღევანდელი დღე უკვე არის ინტერნეტი და ინტერნეტთან ინტეგრირებული ტრადიციული მედია ფორმატები, მათ შორის კი პირველ რიგში რადიო, რომელსაც აუდიტორიასთან ინტერაქციისა და ურთიერთნდობის მაღალი უნარი აქვს, ვეცდები ეს პოტენციალი დღის წესრიგში მდგარ გამოწვევებს სწორად მოვარგო…ყველა თქვენგანის დახმარებით – ჩვენი კარი ყველა მეგობრული მოსაზრებისთვის თუ შეთავაზებისთვის ღია იქნება”- ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი.

დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს და სამი რადიოსადგურითაა წარმოდგენილი: ჰერეთი FM102.8, თბილისიFM93.5 და ვებრადიო Relaxwebradio. ჰერეთმა დამოუკიდებელი მაუწყებლობა კახეთის რეგიონში 1998 წელს დაიწყო. მალე ჰერეთი რიგით მეოთხე და ბათუმში პირველ ადგილობრივ კერძო საერთო მაუწყებელს . რადიო ციტრუსი FM97.3 -ს გაუშვებს. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი