fbpx
Hereti FM

ერევანში საფეხბურთო კლუბ ,,არარატის” მეკარე მოკლეს

142
Share Button

სომხური მედიის ცნობით, ერევანში საფეხბურთო კლუბ ,,არარატის” დუბლების 23 წლის მეკარე, მუშეგ გევონდიანი მოკლეს. როგორც სააგენტო aysor.am წერს, სპორტსმენი ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან იქნა დაჭრილი. გევონდიანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციის განცხადებით, მასთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიჭრა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ გახსნა ცეცხლი მათი მისამართით.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი