fbpx
Hereti FM

პრესის მსოფლიო ინდექსში, რუსეთის მაჩვენებელი გაუარესდა – ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კრემლის მზარდ ზეწოლაზე მიუთითებს

78
Share Button

ორგანიზაციამ ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, პრესის 2019 წლის ინდექსში რუსეთს 180 ქვეყანას შორის, 149-ე პოზიცია მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია. ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეს, ბევრად მეტი ჟურნალისტია ციხეში, ვიდრე ოდესმე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჟურნალისტების მკვლელობისა და მათზე თავდასხმის ფაქტები კი, დაუსჯელი რჩება.

,,ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ ბლოგერს აპატიმრებენ.  ჟურნალისტების მკვევლობის და მათზე თავდასხმის ფაქტები კი, დაუსჯელი რჩება. რაც შეეხება დამთრგუნველ კანონებსა და ვებ-საიტების დაბლოკვას – 2011-2012 წლებში, მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მზარდია – წამყვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოები ან სახელისუფლებო კონტროლს დაექვემდებარა, ან დაიხურა. რამდენადაც, ტელევიზიები აგრძელებენ მაყურებელისთვის პროპაგანდის მოხვევას, კლიმატი ძალიან დამძიმდა მათთვის, ვინც ეჭვქვეშ აყენებეს ახალ, პატრიოტულ და ნეოკონსერვატიულ დისკურსს“.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ე.წ. ,,სუვერენული ინტერნეტის” კანონი, რომელიც მყისიერი შეტყობინებების დაბლოკვას და ქვეყანაში, ვებ-გვერდზებზე გამავალი ნებისმიერ ინფორმაციისთვის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული პუნქტების გავლას ითვალისწინებს. ანგარიშის ავტორების შეფასებით, ამით კრემლმა ინტრნეტის კონტროლის მისწრაფების დემონსტრირება მოახდინა.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2018 წელთან შედარებით, ერთ საფეხურით გაუმჯობესდა (60), რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს: სომხეთი, საქართველოს შემდეგ მოდის 61-ე პოზიციაზე, რაც 2018 წელთან შედარებით, 19 პოზიციით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. აზერბაიჯანი 166-ე პოზიციაზეა, რაც წინა წელთან შედარებით, სამი საფეხურით გაუარესებული შედეგია, ხოლო თურქეთი, ისევ 157-ე პოზიციაზე იმყოფება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი