fbpx
Hereti FM

ლაგოდეხის ტყე-პარკში თითქმის 100 წლოვანი მუხის ხე ძირფესვიანად მოიგლიჯა

201
Share Button

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ტყე-პარკში, თითქმის 100 წლოვანი მუხის ხე ძირფესვიანად მოგლიჯა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხე ამ დრომდე ადგილზეა. სავარაუდოდ დღის განმავლობაში მას  მერიის შესაბამისი უწყებები ტერიტორიიდან გაიტანენ. 

უამინდობის დროს ამავე ტყე-პარკში ხე გასულ წელსაც  მოიგლიჯა. მაშინ ხემ პარკში განთავსებულ სკამი და ნაგვის ურნა დააზიანა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი