საქართველო

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობა

ბზობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყეში მზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება, დასჯადი ქმედებაა, რომელზეც გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

,,კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, რომელზეც გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძი სანერგეებში გამოყვანილ ბზის შეძენა შესაძლებელია ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე. კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.

საქართველოში დაშვებულია მხოლოდ კერძო სანერგეებსა და ეროვნულ პიტომნიკებშია მოყვანილი ბზის რეალიზაცია.

ბზობის დღესასწაული, აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წელს, ბზობა 21 აპრილს ემთხვევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button