სპორტი

ბასილაშვილი-ალბოტის წყვილი, მონტე-კარლოს მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა

მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეწყვილე, რადუ ალბოტთან ერთად, მარტონ ფუჩოვვიჩისა და გვიდო პელას წყვილი დაამარცხა და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშით 6-1, 6-7, 10-6 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ ტურნირზე, ბასილაშვილის რევანში იყო – მონტე-კარლოს მასტერსზე ერთაულთა თანრიგში, ქართველი სპორტსმენი სწორედ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა (5-7, 6-3, 1-6 ) და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button