მსოფლიოსიახლეები

პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დღეს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დღეს,
ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პერო პოროშენკო კიევის ოლიმპიურ სპორტულ კომპლექსში დებატებისთვის 14 აპრილს მივიდა, თუმცა მისი ოპონენტი დებატებზე არ გამოცხადდა. მეორე ტურის წინ დებატების სტადიონზე გამართვა ზელენსკის ინიციატივა
იყო, რასაც პოროშენკო დათანხმდა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. პირველ ტურში ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი 15,94 პროცენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button