fbpx
Hereti FM

კანადის კლდოვან მთებში, ზვავს სავარაუდოდ, North Face-ის 3 ათლეტი ემსხვერპლა

157
Share Button

კანადის კლდოვანი მთების პარკში, მყინვარწვერზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, დაღუპულად ითვლება სამი პროფესიონალი მთასვლელი. ამის შესახებ კანადის ხელისუფლებამ განაცხადა. როგორც სპორტსმენთა სპონსორი ფირმის, The North Face-ის წარმომადგენლების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთასვლელთა ოჯახები, მეგობრები და ალპინისტური საზოგადოება გაამხნევონ.

ნაციონალური პარკის თანამშრომლებმა იმ რაიონს გადაუფრინეს, სადაც ალპინისტები ჯგუფი მიემართებოდა, ადგილზე კი ჩამოწოლილი ზვავი შენიშნეს. ამ დრომდე, დაკარგულთაგან არანაირი სიგნალი არ დაფიქსირებულა. ცუდი ამინდი კი, სამძებრო ღონისძიებებს ართულებს.

ფოტო: gripped.com

North Face-მა იმ ჯგუფის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც მყინვარწვერზე ადიონდნენ. ესენი არიან: დეივიდ ლამა და ჰენსჯორგ აუერი ავსტრიიდან და ჯეს როსკელი აშშ-დან.

ფოტო: AFP/getty images

ერთ-ერთი დაკარგული ალპინისტი, ჯეს როსკელი 20 წლის იყო, როცა 2003 წელს, ევერესტი დაიპყრო და ამით, ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი გახდა, რომელიც დედამიწის უმაღლეს წერტილზე ავიდა. ის ასევე, ცნობილი და გაველნიანი ალპინისტის შვილია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი