fbpx
Hereti FM

5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ,,სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტზე აისახა

244
Share Button

ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, ჯორჯ მარტინის ფანტაზია რომ უსაზღვროა, ამაში რომანების სერია „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მკითხველი და HBO-ს მიერ ეკრანიზებული ,,სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელი დაგვეთანხმება. თუმცა, წიგნისა და სერიალის სიუჟეტის უკან, ნამდვილი ისტორიული ფაქტებიც დგას, რომლებმაც მარტინი რამდენიმე საკვანძო სცენის შექმნაზე შთააგონა.

წარმოგიდგენთ 5 ისტორიულ ფაქტს, რომელმაც ,,სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტზე გავლენა იქონია:

თეთრი და წითელი ვარდების ომი

1455–1485 წლებში, ინგლისის სამეფო ტახტის დასაუფლებად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. ეს დაპირისპირება, ისტორიაში ვარდების ომის სახელით შევიდა. ორივე ოჯახის წარმომადგენლები პლანტაგენეტთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარ თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ომი ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა და სათავე დაუდო, ტიუდორთა 117 წლიან მმართველობას. დაპირისპირება, ისტორიკოსმა ტომას კოსტეინმა ასახა 1950 წელს გამოსულ ოთხტომეულში. ხოლო მარტინმა, არაერთხელ ახსენა თავისი პატივისცემა, კოსტეინის შემოქმედების მიმართ.

ვარდების ომთან ძალიან წააგავს სამეფო კარის თამაშებში, ლანისტერებისა და სტარკების შორის არსებულ დაპირისპირებას, ვესტეროსისთვის.

სასამართლო დუელი

სასამართლო პროცესის ნაცვლად, სიმართლის ძალის გამოყენებით დამრკიცება, შუასაუკუნეების ევროპაში აპრობირებული სამართლებრივი მექსნიზმი იყო, რა დროსაც, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები, მებრძოლებს ქირაობდნენ დუელის გასამართად.

სწორედ ასე მოიქცა ტირიონ ლანისტერი, როცა ბრალად, ლორდ ჯონ არენის მოკვლა დასდეს. ყველაზე ბრძენმა ლანისტერმა, დუელის სასამართლო მოითხოვა და მისი ბედი, ბრონს მიანდო, რომელმაც იმედები გაუმართლა.

,,შავი სადილი“

სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სცენა – ,,წითელი ქორწილი“, რომელსაც რობ სტარკი, დედამისი, კეიტლინი და მისი ორსული ცოლი, ტალისა ემსხვერპლნენ, 1440-იან წლებში მომხდარ შემთხვევას ეფუძნება, რომელიც მოგვიანებით, ,,შავი სადილის“ სახელით შევიდა.

შოტლანდიის მეფე, იაკობ II 10 წლის იყო, როცა სადილზე მიიწვია 16 წლის გრაფი უილიამ დუგლასი და მისი უმცროსი ძმა, რომლებიც შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ოჯახს წარმოადგენდნენ, შემდეგ კი ისინი, დილეგში შეყარა და თავები მოკვეთა. ეს ისტორია, ჟურნალ EW-სთან ინტერვიუში, თავად მარტინმა გაიხსენა.

ადრიანის კედელი

,,სამეფო კარის თამაშებში“, 500 კილომეტრიანი და 200 მეტრის სიმაღლის ყინულის კედელი საუკუნეების მანძილზე იცავდა ვესტეროსის 7 სამეფოს, ჩრდილოელი მტრებისგან. მის სადარაჯოზე კი ღამის გუშაგები იდგნენ.

კედლის რეალური პროტოტიპი ქვის იყო და ნაკლებად გრანდიოზული. 117 კილომეტრის სიგრძის კედელი იმპერატორმა ადრიანმა ააგო 122-126 წლებში, რომანული ბრიტანეთის დასაცავად შოტლანდიის მთლიელებისგან. საზღვარს ცოცხალი ძალაც იცავდა, რომელიც 8 ათასამდე სარმატი და ალანი მეომრისგან შედგებოდა.  

მარტინმა ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ კედელთან მეგობრებმა მიიყვანეს ინგლისში სტუმრობისას – ,,დიდხანს ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო კედლის მცველთა ცხოვრება, რომლებიც მთელი დღეების მანძილზე, ამ უსასრულო ველებს გაჰყურებდნენ“, – აღნიშნა მან.

ცხელი ლითონის ფიალა

ვესტეროსის ტახრის მემკვიდრემ, ვიზერის ტარგარიენმა, ხალ დროგოსგან აგრესიული ფორმით მოითხოვა შეპირებული სამეფო გვირგვინი, რომლის სანაცვლოდაც საკუთარი და, დეინერისი მიათხოვა. დროგომ სამეფოს დაბრუნების ნაცვლად, ვიზერისს პირდაპირ გამლღვალი ოქროს გვირგვინი გადაასხა თავზე. სწორედ ამ დროს დარწმუნდა დეინერისი, რომ მისი ძმა, დრაკონების შთამომავალი არ იყო.

მსგავსი ფაქტი რეალობაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 260 წელს მოხდა. როცა იმპერატორი ვალერიანეს სპარსელების ტყვეობაში აღმოჩნდა, მას სასმისიდან, გამდნარი ლითონის დალევა აიძულეს. სწორედ ამ სცენამ შთააგონა მარტინი, ,,ოქროს გვირგვინის” ეპიზოდი შეექმნა”.

წყარო: BBC

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი