fbpx
Hereti FM

პანკისის ხეობაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

187
Share Button

ამ წუთებში პანკისის ხეობაში, სადაც სიტუაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის უკიდურესად დაიძაბა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები შეჰყავს.

პოლიციის სპეციალურ რაზმსა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. პოლიციამ სახალხო მღელვარების დასაცხრობად და ხალხის დასაშლელად, რომლებიც ხელს უშლიდნენ იქ ჰესის მშენებლობის პროცესს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მოსახლეობამ კი ქვები და ხელკეტები. არიან დაშავებულები.

პანკისში აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ტრაქტორს, რომლითაც დღეს დილით ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. უფრო ადრე დაიწვა პოლიციის მანქანა. დაშავებულები არიან ადგილობრივები, ჟურნალისტები, პოლიციის თანამშრომლები.

სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რამდენიმე დაშავებული ახმეტაში გადაიყვანა. ადგილზე ამ დროისთვის სამედიცინო ჯგუფები არ იმყოფებიან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი