Hereti FM

დედამიწის საერთაშორისო დღე – დაიცავი ჩვენი სახეობები

108
Share Button

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს 193-ზე მეტი ქვეყნა მონაწილეობს.

თარიღი პირველად, 1970 წელს აღინიშნა. მანამდე, 1969 წელს, სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რასაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა.

პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, სანტა-ბარბარას სანაპიროზე
სანტა-ბარბარაში ნავთობის დაღვრის შედეგად მომაკვდავი სელაპი

ამის შემდეგ, ამერიკელი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა.


გეილორდ ნელსონი – დედამიწის პირველ საერთაშორისო დღეზე სიტყვით გამოსვლისას

2016 წლის 22 აპრილს, 120 ქვეყნის მიერ, ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც კლიმატის დაცვის შეთანხმება ამოქმედდა, რომელიც პარიზში იქნა დადებული 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერცენციის მონაწილე 195 სახელმწიფოს მიერ.

საქართველო დედამიწის დღის აღნიშნვას, 1990 წლიდან შეუერთდა. წელს, დედამიწის დღის თემაა – დაიცავი ჩვენი სახეობები. ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.

დაგეგმილი ღონისძიებები:

დღეს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) თანამშრომლობით, 11:00 საათიდან კონფერენცია დაიწყო თემაზე – „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის ინიციატივით კი, თბილისსა და რეგიონებში 22 აპრილს არაერთი აქტივობა დაიგეგმა. მათ შორის, კამპანია – „გარემოს გულისთვის“ ფარგელბში, კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს.

24 აპრილს, 16:00 საათზე, მზიურში აკაკი ჩალათაშვილის საჯარო ლექცია –
გადაშენების პირას მყოფ სახეობათა შესახებ” ჩატარდება.

18:00 საათზე, მოძრაობა, “Let’s Do It! Georgia” -ს ღონისძიება გაიმართება, რა დროსაც მოხალისეები თამაშ ,,ბინგოში” ჩაერთვებიან და პასუხებს გასცემენ
გარემოსდაცვითი თემატიკის კითხვებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი