მნიშვნელოვანისაქართველო

პანკისში ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება – ბირკიანში შეკრებილები

პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება – ასე გამოეხმაურნენ ადგილობრივები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ მომხდარი ინციდენტის მონაწილე კანონდამრღვევი პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

ამ წუთებში, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ბირკიანშია შეკრებილი, სადაც გუშინ მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, მათი პროვოცირება ხეობაში დიდი რაოდენობით სამართალდამცავთა გამოჩენამ გამოიწვია. მათივე თქმოთ, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს, როდესც განაცხადეს რომ მოლაპარაკების შედეგად, მოსახლობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

,,ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ რომ თანახმები ვიყავით ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს. გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით .არ გაბედონ და არ დააკავონ არცერთი” – აცხადებენ ადგილობრივები.

პანკისელებთან შესახვედრად, ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

,,არ უნდა ხეობას? არ უნდა გაკეთდეს, რომ აქ სიტუაცია დალაგდეს”, – მიმართა მოძრაობის ხელმძღვანელმა,  გია ბერძენიძემ შეკრებილებს.

დღესვე, დაგეგმილია პანკისელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ადგილობრივი მოსახლეობა, ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. გუშინ, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე ჰესის მშენებლობის სამუშაოები შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button