მნიშვნელოვანიმოზაიკა

Prince-ის დაუსრულებელი მემუარები წელს გამოიცემა

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, პრინსის მემუარების გამოცემა, რომელზეც ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მუშაობდა, 2019 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, პრინსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხევითაც, მისი მემუარების რედაქტორობა დენ პაიპენბრინგს ანდო. როგორც მუსიკოსის ლიტერატურულმა აგენტმა, ისტერ ნიბერგმა გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში აღნიშნა, პრინსი დიდხანს არჩევნა მისი მემუარების რედაქტორს და წიგნისთვის მხოლოდ 50 გვერდის დაწერა მოასწრო.

თავდაპირველად, წიგნის გამოცემა 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პროცესი დროში გაიწელა. როგორც გამომცემლობა ,,რენდომ ჰაუსმა” განაცხადა, პრინსის მემუარების თემატიკა ძალიან პირადულია.

პრინსი 2016 წლის აპრილში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის ოფიციალურ მიზეზადაც, ტკივილგამაყუჩებლების დოზის შემთხვევითი გადაჭარბება დასახელდა. მუსიკოსი მაიკლ ჯექსონთან და მადონასთან ერთად, 80-იან წლების სუპერ-ვარსკვლავი იყო.

პრინსის ყველაზე წარმატებული მუსიკალური ალბომებია: 1999, Purple Rain და Sign O’ the Times. კარიერის მანძილზე მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button