სიახლეები

კახა კალაძე ჟურნალისტს – დღეს ორიანი დაგიწერეთ

დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ  ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც  გუშინ, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის დაკავების შემდეგ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

კერძოდ, ,,თაიმერმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ,,დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ”.

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button