Hereti FM

დიდი ხანია რუსეთში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი – კიმ ჩენ ინი

123
Share Button

რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, დიდი ხანია ამ ქვეყანაში ჩასვლაზე ოცნებობდა.

,,ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებ და დიდი ხანი ვოცნებობდი, აქ მოხვედრაზე. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც ქვეყნის სათავეში მოვედი, მაგრამ მხოლოდ ახლა შევძელი რუსეთში ჩამოსვლა”, – თქვა
ლადივასტოკისკენ მიმავალმა კიმ ჩენ ინმა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ციტატა, პრიმორსკის მხარის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება კიმ ჩენ ინის ვიზიტის ამსახველი ფოტოები.

ფოტო:
ALEXANDER SAFRONOV/TASS

GETTY IMAGES

GETTY IMAGES
ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი