კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებულია – 0.5659გ კოკაინი და 0.1921გ ექსტაზი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასრულდა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ამოღებული ნივთიერებებია 0.5659 გრამი კოკაინი და 0.1921 გრამი ექსტაზი.

ბიზნესმენისა და მსახიობის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკზე, ეს სამართლის ენაა და არა რეალური სურათი.

,,როცა საუბარია დიდ ოდენობაზე, ეს არის სამართლის ენა. ეს დიდი ოდენობა სულ, 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკია. ეს არის სულ ის ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად”, – გაუცხადა ადვოკატმა საიფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსს”.

ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს დააკავეს და გუშინ, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button