საქართველოსიახლეები

პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას განმარტავს

მთავარი პროკურატურა მსახიობ ლევან ჯიბღაშილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ გამოვიდა სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ დადგენილი პრაქტიკით იმოქმედა, რადგან აღნიშნული პირი არ იყო წარსულში ნასამართლევი, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ იყო ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი.

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს  დადგენილ პრაქტიკას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ  ბრალდებასთან დაკავშირებით. როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს,  როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან  პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს დააკავეს და გუშინ, პროკურატურა მისთვის 15 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, სასამართლო გადაწყვეტილებით კი, მსახიობი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button