fbpx
Hereti FM

ნინო სალუქვაძემ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

175
Share Button

ქართველმა სპორტსმენმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც პეკინში იმართება, სალუქვაძემ ფინალში 176.9 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილები დაიკავა, რაც ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნინო სალუქვაძემ 1988 წელს, სეულში ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს და ვერცხლის მედალი მიიღო, 2008 წელს კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ნინო სალუქვაძე ქართველ სპორტსმენთა შორის პირველია, რომელმაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი