საქართველოსიახლეები

პარლამენტთან დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ დევიზით – მართლმსაჯულება გადასარჩენია, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ,
არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საშუალებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.

,,იურისტები იმიტომ ვმართავთ ამ აქციას, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, იურისტის პროფესიას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იურისტების საქმე, ეს არის მთელი საქართველოს საქმე”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პარალელურად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button