მსოფლიოსიახლეები

ინდოეთის არმიის მტკიცებით, მითიური არსების – იეტის ნაკვალევს მიაგნეს

ინდოეთის არმიამ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერის” საშუალებით საზოგადოებას ამცნო რომ მათმა ჯგუფმა, საეჭვო ნაკვალევი აღმოაჩინა, რომელიც მითიურ არსება იეტს ეკუთვნის. ის ასევე ცნობილია თოვლის კაცის და კანჩენჯანგის დემონის სახელებით.

ინდოეთის არმიის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას ერთვის ცნობა, რომ ნაკვალევი 32×15 დიუმის ზომისაა და ის 2019 წლის 9 აპრილს იქნა აღმოჩენილი ჰიმალაის მთებში მდებარე მიკალუს სამხედრო ბანაკში.

ლეგენდის მიხედვით, იეტი ორ ფეხზე მოსიარულე ბალნიანი არსებაა, რომელიც ჰიმალაიში ცხოვრობს. მას აღწერენ, როგორც ორიდან სამ მეტრამდე სიმაღლის და 200 კილოგრამზე მძიმე ცხოველს, რომლის ნაფეხურებიც 43 სანტიმეტრს აღწევს.


ფილიპ სემერიას ილუსტრაცია

მსგავსი პოსტები

Back to top button