მნიშვნელოვანიმოზაიკა

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

16 ივნისს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე” ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი საქართველოს ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol.1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება. გოლდენ რინგის ფასი 100 ლარი იქნება, VIP სექციიის მსურველებმა კი ბილეთში 250 ლარი უნდა გადაიხადონ.

კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და ის „ბლექ სი არენას” 2019 წლის სეზონს გახსნის.

Black Eyed Peas-მა საერთაშორისო წარმატებას 2003 წელს გამოშვებული ალბომით – Elephunk მიაღწია, რომელშიც ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცაა: „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let’s Get It Started”. ჯგუფს „გრემის“ 6 ჯილდო აქვს მიღებული და მსოფლიოს მასშტაბით, 76 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button