მნიშვნელოვანიმოზაიკა

საინტერესო ფაქტები იაპონიის გადამდგარი იმპერატორის შესახებ

აკიჰიტო უკანასკნელი 200 წლის მანძილზე პირველი იაპონელი მონარქი გახდა, რომელმაც ტახტი სიცოცხლეშივე დათმო. 85 წლის მონარქმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

1 მაისს, ტახტზე მისი შვილი, 59 წლის პრინცი ნარუჰიტო ავა, რომელიც 126-ე იმპერატორი გახდება და ახლა უკვე ის იქცევა მსოფლიოში ამ წოდების მქონე ერთადერთ მმართველად.

ფოტო: AFP-JIJI

აკიჰიტო ისტორიაში შევიდა როგორც იმპერატორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იაპონელი ხალხისა და იპერატორს შორის არსებული დისტანციის გაქრობაში. ამისთვის, მან ბევრი იმოგზაურა იაპონიაში და უბრალო ადამიანებს, პირისპირ, უცერემონიოდ ხვდებოდა. მან ასევე, ახალ საფეხურზე აიყვანა იაპონია, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, უარი თქვა ძალადობის პოლიტიკაზე და ქვეყანა მშვიდობის გზით წაიყვანა.

გაგაცნობთ 10 საინტერესო ფაქტს, აკიჰიტოს შესახებ:

დინასტია, რომელსაც აკიჰიტო წარმოადგენს, 2600 წელზე მეტს ითვლის, რითაც ის მსოფლიოში მოქმედი უძველესი მემკიდრეობითი მონარქიაა. აკიჰიტო კი ამ დინასტიის 125-ე იმპერატორი იყო. ის 1933 წლის 23 დეკემბერს დაიბადა იმპერატორ ხიროხიტოს ოჯახში და ორი წლიდან, მშობლებისგან განცალკევებით ზრდიდნენ.

ფოტო: bettmann archive/getty images

მამამისი – ხიროხიტო პირველი იმპერატორი გახდა, რომელმაც სახალხოდ თქვა უარი იმპერატორის ოჯახის ღვთაებრივი წარმომავლობის პრეტენზიაზე, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადიოთი გამოაცხადა კაპიტულაცია. როცა იაპონელებმა საკუთარი იმპერატორის ხმა მოისმინეს, ყურებს არ უჯერებდნენ, რადგან იმპერატორს ღვთაებად აღიქვამდნენ. მას შემდეგ, კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერით, იმპერატორი იაპონელი ხალხის სიმბოლოდ გამოცხადდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს მიდგომა აკიჰიტომ გააგრძელა და კიდევ უფრო გააღრმავა თავის ხალხთან უშუალო დამოკიდებულება, თუმცა დღემდე, იაპონელთა ნაწილი იმპერატორს ისე აღიქვამს, როგორც ღვთაებას.

ფოტო: AFP

1959 წელს, პრინცმა აკიჰიტომ სიყვარულით იქორწინა მიტიკო სიოდეზე, რომელიც ფქვილის მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტის შვილი იყო. ამით, მან მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია, რომელიც საიმპერატორო ოჯახის წევრებს, არისტოკრატიული წარმომავლობის მქონე გოგონებზე ქორწინებას ავალდებულებდა.


ფოტო: GETTY IMAGES/ASAHI SHIMBUN

აკიჰიტოს, წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. მათ შორისაა ჯორჯ ბუში უფროსი. მათ ორჯერ ითამაშეს ჩოგბურთი და ორივე შეხვედრაში, გამარჯვება აკიჰიტოს დარჩა. აღსანიშნავია, რომ ის ამ სპორტის დიდი მოყვარულია და სწორედ კორტზე შეხვდა მომავალ მეუღლესაც.

ფოტო: GETTY IMAGES/ASAHI SHIMBUN

აკიჰიტოს კიდევ ერთი გატაცება, იხტიოლოგია და ზღვის ბიოლოგიაა. მან რამდენიმე სტატიაც კი დაწერა იხტიოლოგიის იაპონური ჟურნალისთვის. წყლის ბინადრების მიმართა იმპერატორის განსაკუთრებული ინტერესის გამო, მისი სახელი თევზის ერთ-ერთ ჯიშს დაარქვეს.

ფოტო: reuters david gray

წყარო: BBC

მსგავსი პოსტები

Back to top button