მსოფლიოსიახლეები

ვენესუელაში გუშინდელი არეულობისას 109 ადამიანი დაშავდა

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში 30 აპრილს მომხდარი არეულობისას 109 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდოს მხარდამჭერებს  დღესაც მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობა აქვთ დაგეგმილი.

ვენესუელაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლას მადუროს ოპონენტმა, ხუან გუაიდომ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და
მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა.  სამართალდამცველები აქტივისტების უკან დახევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, საღამოს კი ნიკოლას მადურომ ამბოხების დამარცხების შესახებ გააკეთა განცხადება.

CNN-ის ცნობით, ამის შემდეგ, ხუან გუაიდომ დედაქალაქი დატოვა. მის მიერ, სოციალური ქსელით გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეო მიმართვაში, საუბარია იმაზე, რომ ვენესუელაში დემოსნტრაცია უნდა გაგრძელებულიყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ არის და მშვიდობიანი ამბოხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button