მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველო

მშრომელთა საერთაშორისო დღე და თბილისში დაგეგმილი აქცია

1 მაისს, დასაქმებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ასევე ცნობილია მშრომელთა და შრომისა და სოლიდარობის დღის სახელებით. ამ დღეს 142 ქვეყანაში აღნიშნავენ, ზოგიერთ ქვეყანაში, ის მაისის პირველ კვირაში აღინიშნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, დასაქმებულთა დღე 5 სექტემბერსაა დაწესებული.

წინაპირობა:

მონობის გაუქმების შემდეგ, ინდუსტრიულ ერაში არადეკლარირებული მონობის ხანა დაიწყო. არ არსებობდა სამუშაო განაკვეთი, ანაზღაურება კი მინიმალური იყო. განსაკუთრებით გაუსაძლისი იყო მიგრანტების მდგომარეობა, რომელთაც ესპლუატატორები მინიმალური დანახარჯების სანაცვლოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ამუშავებდნენ გათენებიდან დაღამებამდე. ამან მშრომელთა კლასში, პროტესტის ტალღა ააგორა, რასაც მე-19 საუკუნეში, პროფესიული გაერთიანებების გააქტიურება მოჰყვა.

ფოტო: dailymail.co.uk/Library of Congress

პირველი პოზიტიური ცვლილებები:

გაერთიანებული სამეფოს ინდუსტრიული შრომითი რეგულაციების მიღება შრომითი უფლებების მხრივ, პირველ პოზიტიურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს. 1833 წელს მიღებული ,,ქარხნების აქტის” შედეგად, დაწესდა შრომის ინსპექტირება და აიკრძალა 9 წლამდე ბავშვების ქარხანაში მუშაობა.

ფოტო: libcom.org/Library of Congress

1844 წელს, ამას მოჰყვა იგივე აქტის გავრცლება ქალებზე. საბოლოოდ კი, ე.წ. ,,ათ–საათიანი აქტი” იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალური სამუშაო დრო 10 საათით განისაღვრა.

ფოტო:
thestar.com/CITY OF TORONTO ARCHIVES


მშრომელთა დღის დაწესება კი 1886 წლის მოვლენას უკავშირდება, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოს ჰეიმარკეტის მოედანზე მშრომელები 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით გაიფიცნენ. 3 მაისს ჩიკაგოს   პოლიციამ ისინი დაარბია. შედეგად, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. შემდეგ დღეს კი, ერთ-ერთმა პროტესტანტმა პოლიციელს ესროლა ასაფეთქებელი საშუალება.

haymarketaffairfilm.com

პირველი მაისი, მშრომელთა დღედ, პარიზში გამართულ მეორე ინტერნაციონალზე შეირჩა, როგორც მშრომელთა საერთაშორისო გაფიცვისა და მოძრაობის სიმბოლური თარიღი. თუმცა საბჭოთა კავძშირის დროს, მშრომელთა უფლებებისთვის დაწყებული მოძრაობამ პროპაგანდისტული ხასიათი შეიძინა და ყოველწლიურად, აღლუმის სახით იმართებოდა.

ფოტო: getty images

პოსტსაბჭოთაჭოთა საქართველოში, 1 მაისი იმდენად მჭიდროდ იყო ასოცირებული საბჭოთა კავშირთან, რომ ამ თარიღის აღნიშნვა შეწყდა. ხოლო 2013 წელს, როცა სტუდენტების – ,,ლაბორატორია 1918-ის” ინიციატივით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გადაწყდა ამ დღის აღნიშვნა, აქციაზე სამართალდამცველებმა 10-ზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს. ასევე, დაკავებულ იქნა მე-9 არხის ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ,,ლიბერალის” რეპორტიორს, თინა ყიფშიძეს.

2014 წელს კი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადებულიყო. ამის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ეს თარიღი ყოველწლიურად, მშვიდობიანი დემონსტრაციებით. გამონაკლისი არც 2019 წელია.

აქცია დასაქმებულთა უფლებებისთვის:

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით დღეს, 1 მაისს, 15:00 საათზე თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის  სოციალური კონტრაქტის გამოფრმება იქნება, რომლის მიზედვითაც მათი განმარტებით, სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური თანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button