fbpx
Hereti FM

მარიამ ბოლქვაძემ ესპანეთის ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა

180
Share Button

ქართველმა ჩოგბურთელმა, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ ესპანეთის პრესტიჟურლ ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. დღეს, მან ფრანგი ოკენ დოდინი ორ სეტში 6-3, 6-2 დაამარცხა და ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც ესპანელ ნურია პარიზას დიასს დაუპირისპირდება.

მანამდე კი წყვილთა თანრიგში, ბრიტანელ ემილი უებლი სმიტთან ერთად მოიპოვა გამარჯვება და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

წყარო: adjarasport.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი