მნიშვნელოვანისაქართველო

თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გუშინ ღამის საათებში კლდის მასა ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა, ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, დილიდან კი, სამუშაოებში მთასვლელებიც იყვნენ ჩართული.

თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა გუშინ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე ცალხრივად იყო გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს, სპეციალისტების თქმით, ამ დროისთვის, კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს. თამარაშვილის გამზრირზე იმყოფებოდა გვიან ღამით, თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც გაწმენდით სამუშაეობს დაესრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button