Hereti FM

ლაგოდეხში შუქნიშანი ჩაირთვება – პროექტის ღირებულება 45 ათას ლარამდეა

294
Share Button

ლაგოდეხის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაჯვარედინზე, ქუჩაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშნვნელობის არის, ამიერიდან მოძრაობის წესებს შუქნიშანი დაარეგულირებს.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები თითქმის უკვე დასრულდა.  შუქნიშნები ახლა სატესტო რეჟიმში მუშაობს. მოწყობილობების მონტაჟი ადგილობრივ ბიუჯეტს 45 ათას ლარამდე დაუჯდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “გზაჯვარედინმა” შეასრულა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა კონსტანტინე დიდებულიძემ რადიო “ჰერეთს” განუცხადა, შუქნიშნების გარდა მონტაჟდება საზგაო ნიშნებიც.

ლაგოდეხში ზაქათალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა ერთადერთი გზაჯვარედიანია, სადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში შუქნიშანი პირველად ჩაირთვება.

ლაგოდეხში ეს არის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, გზა რომელსაც მოსწავლეები სკოლაში მისასვლელად ყოველდღე გადიან. ამ გზაჯვარედინზე არაერთი ავატოსაგზაო შემთვევა მომხდარა, რა დროსაც მოსწავლეებიც დაშავებულან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი