fbpx
Hereti FM

მოსკოვში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად სავარაუოდ 41 ადამიანი დაიღუპა

163
Share Button

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 გადარჩა. ინფორმაცია ამის შესახებ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.


თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მეორე ცდაზე შეძლო, თუმცა დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს და ცეცხლი გაუჩნდა.


სააგენტო „ტასის” ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავ „სუპერჯეტ 100“-ის ავარიულდ დაშვების სავარაუდო მიზეზად მეხის დაცემა განიხილება, რამაც
თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოსვლა და ავარიული დაშვების საჭიროება გამოიწვია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი