მსოფლიოსიახლეები

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შეტაკებას 4 ებრაელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელისა და ღაზას სექტორს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებების შედეგად ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან ოთხი, ხოლო პალესტინიდან 23 მებრძოლი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 690-ზე მეტი ჭურვი ისროლეს,  ებრაულმა მხარემ კი საპასუხოდ 350 სამიზნეზე მიიტანა იერიში. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისრაელში ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში მდებარე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრებია გახსნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button