fbpx
Hereti FM

მდინარე ალაზნის ადიდების გამო სოფელ ჰერეთისკართან ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

200
Share Button

მდინარე ალაზნის ადიდების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

წყების ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე უხვი რაოდენობით წყალი
გადმოდის, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით არის შესაძლებელი გადაადგილება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი