მნიშვნელოვანისაქართველო

შსს 9 მაისის აქციის მონაწილეებს აფრთხილებს – არ გამოიყენონ ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში პრორუსული ორგანიზაციების აქცია-მსველობები და მათი საწინააღმდეგო კონტრაქციები იმართება.

„საქართველოს უკვდავი პოლკის“ სახელით ვაკის პარკისკენ აქცია მსვლელობა ეწყობა, რომელიც საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციების მიერაა ორგანიზებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ფაშისტური ან კომუნისტური სიმბოლიკა.

,,2019 წლის 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს” – ნათცქამი შსს-ს განცხადებაში, სადაც აგრეთვე აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება.

უკვდავთა პოლკის მსვლელობის პარალელურად, ვაკის პარკში აქცია იმართება მოწოდებით – არა პუტინის მარშს.

მსგავსი პოსტები

Back to top button