მსოფლიოსიახლეები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ირანში ფოლადის, ალუმინის, სპილენძისა და რკინის სექტორებზე სანქციები დააწესა. სწორედ მეტალურგიულ ინდუსტრია წარმოადგენს ამ ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს. აშშ-ს მხრიდან, ეს იყო პასუხი ირანის პრეზიდენტის, ჰასან ჰურანის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ბირთვული პროგრამის გარშემო, მსოფლიოს ქვეყნებთან 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევას აპირებს.

კერძოდ, თეირანი აღარ აპირებს სხვა ქვეყნებს მიჰყიდოს გამდიდრებული ურანისა და მძიმე წყლის ნარჩენები, როგორც ამას საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმების მიზანს, ეკონომიკური სანქციების შერბილების გზით, ირანის მიერ ბირთვული პროგრამაზე უარის თქმის მიღწევა წარმოადგენს, თუმცა დონალტ ტრამპის განცხადებით, ეს შეთანხმება არაეფექტურია.


მსგავსი პოსტები

Back to top button