მსოფლიოსიახლეები

ავღანეთში ნაღმის აფეთქებას ოთხი ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით, ფარიაბის პროვინციაში  ნაღმის აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა, კიდევ ხუთი მცირეწლოვანი კი დაშავდა.

დასავლური მედიის ცნობით, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ნაღმი სავარაუდოდ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმისთვის იყო მომზადებული. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ აღმოჩნდნენ ტერიტორიაზე ბავშვები. 

დამატებითი ინფორმაცია, ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button