Hereti FM

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ რევანშისტულ ქმედებებზე ისაუბრა

70
Share Button

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას,
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის, გენერალ დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი. 

„დეპარტამენტი აშშ-ის სამი მთავარი მიმართულებას გამოყოფს – სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა. გენერალმა დანფორდმა ასევე ისაუბრა რუსეთის ასიმეტრიულ საფრთხეებზე და შესაძლებლობებზე, მათ შორის საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომელთაც რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალმა ასევე ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი