fbpx
Hereti FM

ლონდონში მეჩეთთან სროლა იყო

124
Share Button

ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მორწმუნეები შენობაში სალოცავად იმყოფებოდნენ. თვითმხილველთა თქმით, იარაღიანი პირი მეჩეთში შევიდა, ხოლო მას შემდეგ რაც მლოცველებმა მას ტერიტორია დაატოვებინეს, გასროლა მოხდა. შედეგად, ადავინ დაშავებულა.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ისინი აღნიშნულს ტერორისტულ აქტს არ უკავშირებენ. მეჩეთთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი