fbpx
Hereti FM

ბუენოს აირესში არგენტინელი დეპუტატი დაჭრეს, მისი თანაშემწე კი მოკლეს

126
Share Button

ბუენოს-აირესის ცენტრში, ეროვნული კონგრესის სიახლოვეს არგენტინელ დეპუტატსა და მის თანაშემწეზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დეპუტატი დაიჭრა, მისი თანმხლები პირი კი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი” ავრცელებს.

ქვეყნის უშიშროების მინისტრის, პატრიცია ბულრიჩის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ თავდასხმის ობიექტი სწორედ მოკლული თანაშემწე იყო და არა დეპუტატი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი