მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

კახეთის გუბერნატორმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, შტაბის წევრები დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულ ინვენტარიზაციას ჩაატარებენ და შედეგებს შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.

კახეთის გუბრნატორმა თქვა, რომ მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხის შესაბამისი გრაფიკით გადახდაზე შუამდგომლობას გაუწევს.

უკვე მეორე დღეა კახეთში დროგამოშვებით წვიმს. ადიდებულია ყველა მდინარე, თუმცა წყლის დიდი რაოდენობის გამო ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

სტიქიის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე გზის ნაწილი ხელოვნურმა ტბამ დაფარა. ზოგ ადგილზე მიწა არის ჩამოშლილი. ამის გამო, თუშეთის გზის გახსნა, რომელიც ამ თვეში იგეგემებოდა, გადაიდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button