fbpx
Hereti FM

ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას – სააკაშვილი

139
Share Button

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე 2004 წელს, სამართლდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა საქართველოში საქმეში რუსული პროპაგანდა ჩაერთო ქართული პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით.

,,თითქმის ბოლომდე ანადგურებენ საქართველოს პოლიციას. საქართველოს პოლიცია იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიცია. საქართველო, ქვეყანა, რომელიც იყო სიცილიის დონეზე და გახდა მსოფლიოში მესამე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო. გეგმაზომიერად მოხდა პოლიციის რეპუტაციის განადგურება. არ ვამბობ რომ პოლიცია არ უშვებდა შეცდომებს, უშვებდა ტრაგიკულ შეცდომებს, იყო ტრაგიკული ისტორიები. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში არ არის ? გერმანიაში არ არის? ამერიკაში არ არის? ამერიკაში ეგეთი ისტორიები ხდება ყოველ კვირას, მაგრამ აქ ჩაერთო მთელი რუსული პროპაგანდა. რუსეთმა ამოირჩია ქართული პოლიციის დისკრედიტაცია. ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია. გაისროლა პოლიციელმა, ტრაგიკული ისტორია იყო. ამერიკაში ასეთი ისტორია ხდება ძალიან ხშირად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი