fbpx
Hereti FM

TV რიონის ჟურნალისტი ჰომოფობიური განცხადებების გამო არხს დატოვებს

443
Share Button

ტელეკომპანია ,,რიონის” გადაცემა ჩვენი შუადღის წამყვანი, სოფო რაჭველი პირდაპირ ეთერში გაკეთებული ჰომოფობიური შინაარსის განცხადებების შემდეგ არხს ტოვებს. ამის შესახებ, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ არხს საკუთარი სურვილით ტოვებს. ჟურნალისტის თქმით, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

საქმე ეხება 8 მაისს ეთერში გასულ გადაცემას, რომლის სტუმარიც, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე იყო. გადაცემის პირდაპირ ეთერში წამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. ამასთან, არ გაემიჯნა და მრავალჯერ დაეთანხმა რესპოდენტის ჰომოფობიურ განცხადებებს.

ჟუნალისტმა ლგბტ თემის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა.

,,მეც ვეწინააღმდეგები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, მათგან ჩატარებულს. მე მყავს მეგობრები, ძალიან კარგი ადამიენები არიან, არავის არ აღიზიანებენ, ცხოვრობენ მისთვის და გულისამრევი წინადადებებით არ გამოდიან. ისინი დადიან ეკლესიაში, უბრალოდ ფიქრობენ, რომ არიან დაავადებულები”, – განაცხადა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა და
ლგბტ თემის წარმომადგენელი კაცები ,,პიდარასტებად” მოიხსენია.

TV რიონის თვითრეგულირების საბჭომ გადაცემა განიხილა და დაადგინა, რომ წამყვანმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული მრავალფეროვნების დაცვის პრინციპი დაარღვია.

ჟურნალისტის მიერ ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი