მნიშვნელოვანირეგიონი

სტიქიის გამო თელავის ორი სოფლის ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლალისყურსა და ფშაველში სასწავლო სააღზრდელო პროცესი ერთი კვირით შეწყდა. სწავლის შეწყვეტის მიზეზად სტიქია დასახელდა, რამაც სოფლებს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა შეუქმნა.

ლალისყურის ბაღში 23 აღსაზრდელი ირიცხება, ფშაველში კი 81. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთი სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. სასმელი წყლის სათავე ნაგებობების გარდა, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოვარდნილმა წყალმა წაიღო გზების ნაწილი და ხიდ-ბოგირები. დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები ასევე საცხოვრებელი სახლები.

ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button