მსოფლიოსიახლეები

ალბანეთში დემონსტრანტებმა პოლიციას ,,მოლოტოვის კოქტეილები” და კვამლის ყუმბარები დაუშინეს

ალბანეთის პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და კვამლის ყუმბარები დაუშინეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ლულზიმ ბაშას ხელმძღვანელობით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკვე სამი თვეა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრემიერს
ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშნვნას ითხოვენ.

ალბანეთში აშშ-ის საელჩომ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, დაგმონ მათი მხარდამჭერების მიერ ძალის გამოყენება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button