Hereti FM

სუდანში ანტისამთავრობო გამოსვლისას 4 დემონსტრანტი და ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

40
Share Button

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სამხედრო საბჭოს შენობასთან  ანტისამთავრობო გამოსვლისას მომხდარ დაპირისპირებას, სულ მცირე ოთხი დემონსტრანტი და ერთი სამართალდამცავი ემსხვერპლა. აქციაზე სროლის ხმა გაისმა, რაშიც დემონსტრანტები სამხედროებს ადანაშაულებენ, შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯერ არ არის დადგენილი, თუ ვინ მოახდინა გასროლა.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი იქნა გადაყენებული, რის შემდეგაც, სუდანში დროებითი სამხედრო მმართველობა გამოცხადდა. ამას მოსახლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ ერთი თვის წინ, დემოკრატიის მოთხოვნით შეცვლაეს ხელისუფლება და ახლაც, სამხედრო საბჭოს მმართველობის წინააღმდეგ დემოკრატიული მმართველობის მოთხოვნით გამოდიან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი