fbpx
Hereti FM

ბასილაშვილმა დიერე დაამარცხა და რომის მასტერსის 1/8-ფინალში გავიდა

119
Share Button

რომის მასტერსის მეორე წრეში, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ლასლო დიერე ორ სეტში, ანგარიშით 7-5, 6-4 დაამარცხა და ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც დიდი ალბათობით, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. ნადალი მეტოქეს – ჯერემი ჩარდის ხვალ დაუპირისპირდება, ამ მატჩის გამარჯვებულს კი, ბასილაშვილი ზეგ შეხვდება.

ტურნირის პირველ წრეში, ბასილაშვილმა მარტონ ფუჩოვიჩი ასევე ორ სეტში დაამარცხა.

ATP კატეგორიის 1000 ქულიანი ტურნირის საპრიზო ფონდი, 
საპრიზო ფონდი 5 791 280 ევროა. 
 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი