მსოფლიოსიახლეები

ვენესუელას პარლამენტის შენობა ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო დაბლოკეს

ვენესუელას პარლამენტის შენობის შესასვლელები, რომელთაც ოპოზიციის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, სამართალდამცველებმა დაბლოკეს. ამის გამო დეპუტატები, შენობაში შესვლას ვეღარ ახერხებენ. როგორც გამოცემა „ფრანს პრესი“ ერთ-ერთი ვენესუელელი დეპუტატის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, პარლამენტის ბლოკირების მიზეზად
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დაასახელეს.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია შექმნილი. ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button