fbpx
Hereti FM

კლოდ მონეს ნახატი „თივის ზვინი“ სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 110,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

150
Share Button

ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ნახატი ,,თივის ზვინი” სოტბის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 110.7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ,,თივის ზვინების” სერიიდან წარმოდგენილი ტილოს მყიდველის ვინაობა უცნობია.

კლოდ მონემ „თივის ზვინებზე“ მუშაობა ჟიუვერნიში, სახლის ყიდვის შემდეგ დაიწყო. ხელოვანმა ამ სახელწოდებით სულ 30 ნახატი შექმნა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კლოდ მონეს ნახატი გაყიდვებში რეკორს ამყარებს. 2016 წელს, ტილო ,,თივის ზვინების” სერიიდან 81 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი