მნიშვნელოვანისაქართველო

თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთები რეაბილიტაციის ფარგლებში გადაიკეტება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოდან დაიწყება და სამუშაოების მიმდინარეობისას, ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეთება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე, გზა ვარაზის ხევის ბოლოდან “პიქსელის” შენობამდე დაიკეტება, რადგან ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად არის დაზიანებული.

თბილისის მერმა გამზირის მიწისქვეშა კომუნიკაციების მძიმე მდგომარეობას გაუსვა ხაზი.

,,მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ. მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანი გადაკეტვა არ მოხდეს და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button