მნიშვნელოვანისაქართველო

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევეა ჩართული

ბორჯომის ხეობის სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, 150-ე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე მონაწილეობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია, ახალი კერები კი არ არსებობს.

ბორჯომის ხეობაში ხანძარს გუშინს შემდეგ ებრძვიან. ტყეში ცეცხლის ორი კერა არსებობს, ხანძრის გავრცელების არეალმა, დაახლოებით 3,5 ჰა შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button