Hereti FM

ბრაზილიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იმბეცილებად მოიხსენია გაფიცული სტუდენტები და პედაგოგები

44
Share Button

ბრაზილიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვის გასაპროტესტებლად, ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში გამოსული ათასობით ადამიანი, ,,იმბეცილებად” და ,,სასაგებლო იდიოტებად” მოიხსენია. მანიფესტაციაში პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ფოტო:
Pilar Olivares/Reuters

„ისინი სასარგებლო იდიოტები და იმბეცილები არიან, რომლებსაც ჭკვიანი პატარა უმცირესობები მანევრირებად მასად იყენებენ“, – განაცხადა ბოლსონარომ.

ფოტო:
Adriano Machado/Reuters

მასობრივი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიის განათლების მინისტრმა რთული საგადასახადო-საბიუჯეტო მდგომარეობის მოტივით, განათლების დისკრეციული ხარჯების მეოთხედი ნაწილის გაყინვის შესახებ განაცხადა.

ეს ყველაზე დიდი პროტესტია, რაც ბოლსონაროს პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი