მნიშვნელოვანისაქართველო

შსს 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამ აქტივობების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განაცხადებაში.

შეგახსენებთ, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ამავე დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა დაწესებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button